საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პრესკონფერენცია 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება.
პრემიერმინისტრი, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგებზე ისაუბრებს.