კიევში, კრეშატნიკზე, ევრომაიდნის დროს დაღუპულ „ზეციურ ასეულის“ საპატივსაცემოდ მოწყობილი მსვლელობისას, მაიდნის დაცვის რაზმსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა.
როგორც უკრაინული ტელეკომპანია „112 უკრაინა“იუწყება, შეტაკებისას ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მოასწრეს მისვლა მთავარ ფოსტამდე და შეეცადნენ გასულიყვნენ კარვების ქალაქამდე, რათა მიეღწიათ გრუშევკისა და ინსტიტუთის ქუჩებამდე, სადაც თებერვალში ყველაზე სისხლიანი შეტაკება მოხდა.
ამაში მათ ხელი „კარვების ქალაქის“ დაცვამ შეუშალა. მხარეებმა მოლაპარაკეკბები დაიწყეს, თუმცა რამდენიმე მონაწილე შეეცადა ძალით გაერღვია დაცვის კორდონი და ევროპის მოედანზე გასულიყო.
ამის შემდეგ გამოიყენეს ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი, აგრეთვე დაიწყო ლოკალური შეტაკებები. ამ დროისათვის სიტუაცია სტაბილურია.