
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტი დღეს სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის სამზადისის საკითხებს განიხილავს.
ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე არ განიხილება ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის მიღების საკითხი.
პრესსამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კომიტეტმა 2 მაისს უკვე ერთხმად მიიღო, უკვე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობა კი არ არსებობს.