
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვაჰით გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკულ ნივთიერება "ტრამადოლ"-ის შემცველი 72 აბი ამოიღეს.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვაჰით გ-ს "ოპიუმი"-ს, "მეტადონი"-ს, "ჰეროინი"-ს და "ტრამადოლი"-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).