
"ჯერ მე მოვდივარ, მოგვიანებით მამაც ჩამოვა“, - ამის შესახებ აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ვაჟმა გიორგიმ „კვირის პალიტრას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა.
ამავე ინტერვიუში გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოდის, მაგრამ კონკრეტული გეგმა არა აქვს. გიორგი აბაშიძის თქმით, „უშეცდომო ვინ არის, მაგრამ მე ისეთი დანაშაული არ ჩამიდენია, რომ საკუთარ ქვეყანაში ამდენ ხანს არ ჩავეშვით. ეს წლების განმავლობაში მაწუხებდა და მთრგუნავდა. დღეს ცხოვრების ხალისი დამუბრუნდა, რადგან საქართველოში ჩასვლის შანსი გამიჩნდა.“
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე საქართველოში არ ჩამოსულა მას შემდეგ, რაც აჭარაში მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო და ბათუმი დაეტოვებინა. ასლან აბაშიძე ბათუმიდან პირდაპირ მოსკოვში გადაფრინდა და მას შემდეგ იქ იმყოფება.
აჭარის ყოფილი ლიდერი ძებნილია: მისი ფოტო, შესაბამისი აღწერილობით, ამ დრომდე განთავსებულია ინტერპოლის ვებგვერდზე. ცოტა ხნის წინ ასლან აბაშიძესა და მის ვაჟს მოსკოვში ვიზიტად მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა.