
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა.
ნებართვა, პატიმრობაში მყოფ პარტიის გენერალურ მდივანთან შესვლაზე მაჭავარიანმა პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო. მაჭავარიანმა მერაბიშვილს მიმდინარე საარჩევნო კამპანიისა და ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
,,მორალურად კარგადაა და ამბობს, რომ მზადაა დაამტკიცოს ბრალდებების აბსურდულობა, თუმცა ფიზიკურად 10-12 კილო აქვს დაკლებული და როგორც თქვა, რამდნეჯერმე ექიმიც შევიდა მასთან,"-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.