საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ გუშინ, ღამის საათებში დაახლოებით 25 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. პრობაციონერ რევაზ ქამხიაშვილს, სავარაუდოდ, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ამ დრომდე დაუდგენელმა მამაკაცმა ესროლა, რომელმაც მიმალვა მოახერხა.
დაჭრილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველი დახმარება აღმოუჩინა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.