
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც, თვითმხილველთა ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა თენგიზ ჯგუშიამ გამგებლის მოადგილის მისამართით გაისროლა.
ინციდენტი სოფელ რიყის გამგეობაში მოხდა: მომხდარი ფაქტი თვითმხილველებმა დაaდასტურეს. მათი თქმით, თენგიზ ჯგუშიასა და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ქვარაიას შორის ჯერ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ჯგუშიამ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, თუმცა, სროლის შედეგად ქვარაია არ დაზარალებულა: მას ტყვია ასცდა.
ერთერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი თენგიზ ჯგუშიას ოფიციალურად, შენახვისა და ტარების უფლებით აქვს გაფორმებული, როგორც პარლამენტის ყოფილ წევრს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ინციდენტის დეტალები და ის, თუ რა გახდა თენგიზ ჯგუშიას მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მოტივი.