პოსტსაბჭოთა ქვეყნების მინისტრებიდან საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ

Image

საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალშემოსავლიანი მინისტრები არიან. რიგითი მინისტრის ხელფასი 8 ათას ლარამდეა. 

გაზეთი ,,რეზონანსი" საქართველოს მინისტრთა ხელფასებისა და სხვა ახლო და შორეული მეზობლების მინისტრების ხელფასების შედარების შემდეგ წერს, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრები ჰყავს.

 

საქართველოში ერთ - ერთი რიგითი მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარს (საშემოსავლოს დაქვითვით 6 300 ლარი) შეადგენს, რუსეთში მინისტრის საშუალო ხელფასი 62 ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 3 100 ლარს უტოლდება, აზერბაიჯანში მინისტრის ყოველთვიური სარგო 1 500 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით 3 100 ლარია, სომხეთში კი 300 000 დრამი, დაახლოებით 1 225 ლარია, ბელორუსიაში კი მინისტრების ხელფასი 1 500 დოლარი, დაახლოებით 2 475 ლარს უტოლდება. ახლო და შორეულ სამეზობლოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრები საქართველოშია, წერს გაზეთი "რეზონანსი".

 

როგორც რუსული მედია წერს, 2012 წლის მონაცემებით, რუსეთის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი მედვედევის ყოველთვიური შემოსავალი 275 ათას რუბლს, დაახლოებით, 13,7 ათას ლარს შეადგენდა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელფასი კი 482 568 რუბლს, დაახლოებით 24,1 ათას ლარს. რაც შეეხება მინისტრებს, აღმოჩნდა, რომ რუსეთში მინისტრების ხელფასი დიფერენცირებულია.

 

მაგალითად, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი 59,2 ათას რუბლს, დაახლოებით, 2 960 ლარს შეადგენს, შს მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 76,7 ათასი რუბლი, დაახლოებით, 3 835 ლარია. სხვა მინისტრების საშუალო ხელფასი კი 62 ათას რუბლს, დაახლოებით, 3 100 ლარს უტოლდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ყოველთვიური ხელფასი 16,5 ათას დოლარს, დაახლოებით, 27 ათას ლარს შეადგენს. აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არის 1 925 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით, 3 942 ლარი, მინისტრებისა – 1 500 მანათი, დაახლოებით, 3 080 ლარი.

 

მინისტრის პირველი მოადგილის – 1000 მანათი, დაახლოებით, 2 048 ლარი. მინისტრის მეორე, მესამე და ა.შ მოადგილეებისთვის ყოვეთვიური ხელფასი 875 მანათს, დაახლოებით, 1 791 ლარს არ აღემატება. სომხეთის პრეზიდენტის ხელფასი 400 000 დრამია ( დაახლოებით 1 632 ლარი), პრემიერ - მინისტრს 350 000 დრამი (დაახლოებით 1 428 ლარი) ეძლევა, ხოლო მინისტრის ხელფასი 300 000 დრამს (დაახლოებით 1 225 ლარი) უტოლდება. მინისტრების პირველი მოადგილეების ყოველთვიური შემოსავალი კი 220 ათას დრამს (დაახლოებით 890 ლარს) შეადგენს.

 

რაც შეეხება უკრაინას, იქ პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 33 ათას გრივნას, დაახლოებით 6, 6 ათას ლარს შეადგენს, თუმცა ხელზე პრემიერი მხოლოდ 28 ათას გრივნას, ანუ 5,6 ათას ლარს იღებს. თითქმის ასეთივე ოდენობის ხელფასი აქვთ სხვა მინისტრებსაც. გამონაკლისი მხოლოდ უკრაინის ფინანსთა მინისტრია, რომლის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 40 ათას გრივნას, დაახლოებით, 8 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ხელფასს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2012 წელს იანუკოვიჩმა ხელფასის სახით დაახლოებით 100 ათასი დოლარი მიიღო. შესაბამისად, მისი საშუალო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 8,3 ათასი დოლარით,დაახლოებით 13, 7 ათასი ლარით განისაზღვრა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !