დათმობები, რომლებიც პრეზიდენტმა რუსეთს შესთავაზა და უარი მიიღო

Image

ვადასტურებ, რომ პუტინს ვუთხარი, მზად ვარ უარი ვთქვათ ნატოზე ტერიტორიების სანაცვლოდ, რაზეც პუტიმა მოგვიგო, რომ ,,ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს გეოპოლიტიკიურ ორიენტაციაზე არ ვცვლით“.

 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა და დეტალურად გაიხსენა მისი საუბრები ვლადიმირ პუტინთან და დიმიტრი მედვედევთან. ,,2008 წელს, ჩავედი დსთ-ს სამიტზე და იქ შეგვხვდა პუტინი და დაიწყო ლაპარაკი, რომ ,,მალე მზადდება კოსოვო და ბიჭებო მზად ხართ თუ არა შედეგებისთვის“, ჩემი რეაქცია იყო, რომ ჩვენ რა შუაში ვართ კოსოვოსთან? პატარები ხომ არ ხართ, ისინი არიან თქვენი მეგობრები, აქ დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიდისო და იძულებული ვართ კოსოვოს ვუპასუხოთო, თან დაცინვით მეუბნება ,,ვი რასლაბწეს, ამ მი სდელაემ ტო, შტო ნუჟნა სდელატ“, ეს არის მოძალადის ტერმინოლოგია, ეს ხდება 2008 წელს, ,,ვამ ნე ბუდიტ ბოლნა“, ეს არის ნამდვილი გაუპატიურების სცენა, მოძალედე რომ გეტყვის...

ამის შემდეგ ეს რომ გვითხრა, მე ვუთხარი, რომ თუ ჩვენთან გაქვს პრობლემა გვითხარი: იმ დროს მოლდოვას უარი ჰქონდა ნატოზე ნათქვამი კონსტიტუციით, მაგრამ მოლდოვას დნესტრისპირეთს არავინ არ უბრუნებს. ამიტომ ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ ნატოზე ვთქვათ უარი, ვადასტურებ, რომ ასე ვუთხარი, ჩვენ დელეგაციაში იყო 6 თუ 7 წევრი: გელა ბეჟუაშვილი, ვაშაძე, ბაქრაძე და რამდენიმე პირი , ვუთხარით, რომ მზად ვართ ხელშეკრულებით ვთქვათ უარი ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ თქვენი მხრივ დაგვეხმარებით ტერიტორიებზე, ოღონდ ესეც ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ-მეთქი. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: „ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს, გეპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით“, - იხსენებს სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამის შემდეგ შეიყვანეს აფხაზეთში 26 ეშელონი, მათ შორის იყო „გრადის“ და „სმერჩის“ ტიპის რაკეტები, ,,ბუკის“ სისტემის ანტისაჰაერო სისტემები, სოჭში იდგა ტანკები აფხაზეთის მიმართულებისთვის, ოჩამჩირეში და გალში დაიწყეს ბაზების მშენებლობა, ჯავაში გვირაბთან ააშენეს სერიოზული ბაზა, ,,ამის სატელიტური სურათები იყო და ვუჩვენებდით ევროპელებს და ამერიკელებს, ჩვენ მოვითხოვეთ ამაში ეუთოს ჩართვა, რაც რუსეთმა დაბლოკა, შემდეგ მივწერე წერილი პუტინს, რომ პრობლემები გვაქვს ურთიერთობაში, ძალიან ცუდი მიმართულებით მივდივართ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ ლაპარაკი და მზად ვარ დათმობებისთვის, და პასუხად გვწერს, რომ არაფერი არ ხდება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში და რაზე უნდა ვისაუბროთო, ეს იყო დაცინვა“, - აღნიშნავს სააკაშვილი. პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევისადმი გაგზავნილ მის წერილზეც ისაუბრა და ის შეთავაზებები დააკონკრეტა, რომელსაც მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას სთავაზობდა: ,,ვუგზავნი მედვედევს წერილს, ამ წერილზე ბევრმა გამაკრიტიკა ჩემი გარემოცვიდან და რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისტორიკოსებისთვის დიდი კამათის თემაც გახდება, ვეუბნები, რომ მე ვიცი, გაქვთ თქვენი ინტერესები, კურორტები, გუდაუთის ბაზა, სოხუმის აეროპორტი, მით უმეტეს სოჭის ოლიმპიადისთვის, პორტი, ყველაფერი ეს მესმის, ჩვენ პრობლემა გვაქვს, რომ ლტოლვილები ვერ შეგვყავს, რადგან თქვენ დგახართ ენგურზე და ეს ხელს უშლის, მოდით, თქვენ გადაინაცვლეთ კოდორზე, ყველაფერი რაც თქვენ გაინტერესებთ იქნება კოდორის ჩრდილოეთით და ამის სანაცვლოდ შევიყვანოთ ჩვენი დევნილები საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ და არა ქართული ადმინისტრაციის ქვეშ, სამაგიეროდ თქვენ სოხუმის აერპორტით სარგებლობას დაგიკანონებთ, დაგიკანონებთ ყველა თქვენს ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრაში, დაგიკანონებთ სოხუმის რკინიგზით სარგებლობას და გავხსნით რკინიგზას სომხეთზე, პრაქტიკულად ყველაფერს გავაკეთებთ, თუ თქვენ არ გინდათ ომი, ანუ რა შეიძლება მომეფიქრებინა კიდევ, რომ ისინი დაწყნარებულიყვნენ, ანუ ნატოზეც კი ვიყავით მზად რომ უარი გვეთქვა, ძალიან ბევრმა უცხოელმა თქვა, რომ თქვენ პრაქტიკულად სთავაზობთ აფხაზეთის გაყოფასო, რა თქმა უნდა ეს არის, იყო აფხაზეთის გაყოფა, მაგრამ გრძელვადიანად ვაკანონებდით მათ ინტერესებს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში, იქ იქნებოდა გაეროს კონტროლიც და ამას მიყვებოდა ჩვენი ადგილობრივი კონტროლიც, მაგრამ ამას აქ არ ვწერდი, ამის შემდეგ მედვედევი ამას აქვეყნებს კომერსანტში, რომ საჯარო გაეხადა და მერე მწერს წერილს: მსგავს სიტუაციაში ძნელად წარმოსადგენია ადგილობრივი ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციის შექმნა და რომელმიმე რაიონში ნაადრევად დევნილების დაბრუნება, აფხაზები ამას ვერ გაიგებენ, ანუ მან პირდაპირ თქვა, რომ დაივიწყეთ ლტოლვილების დაბრუნება, დაივიწყეთ ტერიტორიები“, - ჰყვება მიხეილ სააკაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !