„ლევადა ცენტრის“ მონაცემებით, რუსეთში საქართველოსადმი სიმპათია იზრდება. მონაცემების მიხედვით, ადრინდელი გამკითხვებისგან განსხვავებით, ამჟამად საქართველოს მიმართ სიმპათიას უკვე უფრო მეტი გამოკითხული რუსეთის მოქალაქე გამოთქვამს.
გამოკითხვის შედეგების მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეთა მეათედზე ნაკლები მიიჩნევს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებად უნდა დარჩეს.
,,ლევადა ცენტრის" გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 48 % საქართველოსადმი დადებითად არის განწყობილი, გამოკითხულთა 40 %-ში კი საქართველო ნეგატიურ ემოციებს აღძრავს.
გამოკითხვა ივლისის ბოლოს რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა და 1600 ადამიანი გამოიკითხა. სააგენტოს ცნობით, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ სიტუაციის განვითარების დინამიკა დადებითია.