-
2013-08-06 09:59
საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან რამდენიმე ტყვიით ჩაცხრილეს გუშინ ღამით ზვიად გუჯაბიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამნისტიით გათავისუფლდა.
მკვლელობა ოზურგეთში მოხდა. დაჭრილი მამაკაცი მეზობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა: მამაკაცი სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია. მეზობლების თქმით, თავდამსხმელებმა მანქანა გააჩერეს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.