-
2013-08-03 11:39
მწერალი დათო ტურაშვილი და "კვირის პალიტრის" ჟურნალიტი ბესო ხვედელიძე ოფიციალურმა ბაქომ არასასურველ პირებად (ლათ.personae non gratae) გამოაცხადა და აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალა.
დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე აზერბაიჯანისთვის არასასურველი პირების 335-კაციან სიაში ოფიციალურად, 195-ე და 196-ე ნომრებად არიან შეყვანილი. ინფორმაცია აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტებში იძებნება.
შენიშვნის გრაფაში, სადაც, როგორც წესი, არასასურველ პირებად გამოცხადების მიზეზია მითითებული, აღნიშნულია: "2012 წლის 21 მარტს კრებულის პრეზენტაცია".
აზერბაიჯანისთვის არასასურველ პერსონათა რიგებში საქართველოს კიდევ 7 მოქალაქეა შეყვანილი, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების პიარ-კამპანიაში დასაქმებული პირები.
დათო ტურაშვილსა და ბესო ხვედელიძეს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.