
სენატორი ჯონ მაკკეინი პუტინის რუსეთის მიერ ედუარდ სნოუდენისათვის ერთწლიანი თავშესაფრის მინიჭების გამო მწვავე განცხადებას ავრცელებს. სენატორი თავის განცხადებაში რუსეთის ქმედებას სამარცხვინოს და აშშ-ს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს.
,,ეს არის სილის გაწვნა ყველა ამერიკელისათვის. დადგა დრო ძირეულად გადაიხედოს ჩვენი ურთიეთობები პუტინის რუსეთთან. ჩვენ გვაქვს საქმე დღეს ამ რეალურ რუსეთთან და არა ისეთ რუსეთთან, რომელიც ჩვენ გვსურს. ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, პუტინის ეს საქციელი დარჩეს სერიოზული რეაგირებისა და შედეგების გარეშე“.
მაკკეინი თავის განცხადებაში ახნიშნავს, რომ საჭიროა გაფართოვდეს მაგნიტსკის სია და დროულად დასრულდეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება ევროპაში. სენატორმა ხაზი გაუსვა ნატოს გაფართოების დაჩქარების აუცილებლობასაც:
,,ჩვენ უნდა დავასრულოთ რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის ღონისძიებათა ყველა ეტაპი ევროპაში და გადავიდეთ ნატოს გაფართოების ახალ ეტაპზე - მათ შორის საქართველოს მიღებაზე ალიანსში!“ პუტინის რუსეთის დღევანდელმა საქციელმა საბოლოოდ უნდა გაუფანტოს ილუზიები ამერიკელებს, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ წლებში.ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო რეალისტური მიდგომა რუსეთთან და მე ვიმედოვნებ, რომ დღეს ჩვენ ეს უკვე გავიგეთ”.