-
2014-04-09 10:02
გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ირმა ინაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, სადაც ნიღბიან პირებს საქართველოს დროშა უჭირავთ, ფონზე კი უკრაინის ულტრანაციონალისტების დროშა ჩანს, „თბილისის ფორუმზე“ 2014 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, როგორც ქართველი მაიდნელების ფოტო.
სავარაუდოდ, ფოტო კიევშია გადაღებული და მასზე ქართველი ულტრანაციონალები არიან გამოსახული. რაც შეეხება უკრაინის ულტრანაციონალების დროშას, ის გვხვდება ასევე რამდენიმე სხვა ინტერნეტრესურსზე, მაგალითად, ქუთაისის „ტორპედოს“ ულტრარადიკალ გულშემატკივართა გვერდებზე. ქართველები ამას იმით ხსნიან, რომ სწორედ უკრაინელთა ეს ფრთა იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში.
ირმა ინაშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტო ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში სოციალურ ქსელებში უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებმაც გამოაქვეყნეს შემდეგი ტექსტით: ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა შემდეგ, ქართველმა ნაციონალისტებმა უკრაინელ პატრიოტებს თანადგომა გამოუცხადეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“.


