პოლიციელი, რომელმაც თენგიზ გუნავას ნარკოტიკი ჩაუდო, სპეცოპერაციისას ამოღებული 116 კგ ჰეროინიდან ნაწილის მოპარვისთვის დააკავეს

Image

პოლიციელი, რომელმაც 2012 წლის ნოემბერში შსს გენინსპექციის მაშინდელ უფროსს თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდო, რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის დროს ამოღებული 116 კგ ჰეროინიდან დაახლოებით 11 კგ-მდე ნარკოტიკული ნივთიერების მოპარვის გამო დააკავეს.

 

როგორც „ზონანიუსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, დაკავებულია ბექა ქებაძე და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობა არ სახელდება. წყაროს ცნობით, ქებაძემ 11 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის ფასი შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ. აშშ დოლარია, შსს-ს მიერ ჩატარებული უპერეცენდენტო სპეცოპერაციის დროს მოიპარა, უკვე დაკავებული და ამოღებული ტვირთიდან, რომელიც, საერთო ჯამში, 116 კგ-ს შეადგენდა.

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ივლისში საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოვლინდა,  რა დროსაც შსს – მ, სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ძარაზე დამონტაჟებულ სამალავებში 116 კილოგრამ “ჰეროინს” მიაგნო. სპეცღონისძიება მაშინ ახალციხის რაიონში ჩატარდა და ადგილზე დაკავებული იქნა თურქეთისა და მოლდოვის ორი მოქალაქე. სავარაუდოდ, ნარკოტიკი ირანის მიმართულებით გადიოდა და საქართველო გამოყენებული იყო, როგორც სატრანზიტო დერეფანი.

 

ბექა ქებაძე კიდევ ერთ სკანდალურ პოლიციელთან, დავით ბედიასთან დაახლოებული პირია. წინა ხელისუფლების დროს ქებაძე შს კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწინაურდა. უშუალოდ ანტინარკოტიკული ოპერაციის მსვლელობის დროს ქებაძე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, ხოლო დეპარტამენტის უფროსი თავად დავით ბედია გახლდათ.

 

ბექა ქებაძის გვარი ინტერნეტგამოცემებში 2013 წლის ზაფხულშიც ფიგურირებდა. მაშინ დაიწერა, რომ „შს მინისტრის ბრძანებით, მოხსნეს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსი, დავით ბედია, მისი პირველი მოადგილე, გია კობაჩეიშვილი და მოადგილე, ბექა ქებაძე.  საქმე კორუფციულ გარიგებებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს ეხება”. – იტყობინებოდა ინტერნეტ მედია.

 

როგორც ცნობილი გახდა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან გათავისუფლების შემდეგ ბექა ქებაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს, სადაც დაკავებამდე მუშაობდა.

 

„ზონანიუსი“ ბექა ქებაძის ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის დროს ამოღებული ჰეროინის ნაწილის დაკარგვისა და ამ საქმეში პოლიციელთა შესაძლო ჩართულობის შესახებ განცხადება შსს-ს ამ დრომდე არ გაუკეთებია. შსს-ს პრესსამსახურის კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ხმა“ მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

 

qebadze-policieli.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !