
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავს და როლი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის საქმეში პირადად მის როლსაც უსვამს ხაზს.
„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო პირადად თქვენი როლი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის საქმეში. ქვეყნის შიგნით და გარეთ თქვენი დაუღალავი ძალისხმევის შედეგად შეძელით ქვეყანა ახლოს მიგეყვანათ იმ ადგილთან, რომელიც მას ეკუთვნის - ევროატლანტიკურისაზოგადოების შუაგულში“, - ნათქვამია წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:
„ბატონო პრეზიდენტო,
სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ჩრდილოატლანტიკურისაბჭოს ვიზიტისას საქართველოში. ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ იმ მასპინძლობისადა მეგობრობისთვის, რომელიც საბჭოს მიმართ თბილისში გამოიჩინეთ.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ღია და პირდაპირი დისკუსიისთვის,რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვქონდა. ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მოკავშირეები კვლავაც ყურადღებით დააკვირდებიან, რადგან ქვეყანა წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მიმართ იმისთვის, რომ ერთგულად უჭერს მხარს აისააფის ოპერაციაში მონაწილეობის გაგრძელებას, ასევე თქვენი ვალდებულებისთვის იმ როლის მიმართ, რომლის ერთგულიცაა საქართველო ნატო-ს საწვრთნელ და დამხმარე მისიაში 2014 წლის შემდეგ. აისაფში თქვენი განსაკუთრებული როლი აჩვენებს, რომ საქართველო ღირებული კონტრიბუტორია ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
საბოლოოდ, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო პირადად თქვენი როლი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის საქმეში. ქვეყნის შიგნით და გარეთ თქვენი დაუღალავი ძალისხმევის შედეგად შეძელით ქვეყანა ახლოს მიგეყვანათ იმ ადგილთან, რომელიც მას ეკუთვნის - ევროატლანტიკურისაზოგადოების შუაგულში.
ბატონო პრეზიდენტო, საბჭოსა და ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩვენი დახვედრისთვის და წარმატებას გისურვებთ იმ მნიშვნელოვან პერიოდში, რომელიც ქვეყანას წინ აქვს.
პატივისცემით,
ანდერს ფოგ რასმუსენი“.