-
2013-07-30 12:02
იმისთვის რომ არასამთავრობო სექტორთან ერთად თავისი გენერალური გეგმის განხორციელებაზე იმუშაოს, ბიძინა ივანიშვილი ახალ წლამდე გადადგება.
ამის შესახებ EUobserver წერს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა.
"57 წლის ბიზნესმენმა თავისი ქონება ლითონის და საბანკო ბიზნესის სფეროში, 1990-ან წლებში რუსეთში დააგროვა. პოლიტიკაში 2011 წელს შეაბიჯა და 2012 წლის თავისუფალ არჩევნებში ხელისუფლებას ჩამოაცილა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - წერს გამოცემა ბიძინა ივანიშვილის წარდგენისას.