-
2013-07-27 19:36
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გახდა: მან ბოლო, თბილისის პრაიმერისშიც გაიმარჯვა. დღეის ჩათვლით, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა პრაიმერისი დავით ბაქრაძემ მოიგო.
თბილისის მასშტაბით შედეგები ასე გადანაწილდა – პირველ ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე, მეორე ადგილზე გიორგი ბარამიძე, მესამეზე – ზურაბ ჯაფარიძე, მეოთხეზე – შოთა მალაშხია.
შემაჯამებელ პრაიმერზე გამოცხადდა ონლაინ გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული შედეგების მიხედვითაც ლიდერობს დავით ბაქრაძე, მეორე ადგილზე – ზურაბ ჯაფარიძე, მესამეზე – გიორგი ბარამიძე, მეოთხეზე კი – შოთა მალაშხიაა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14