
„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიული არჩევანი - საქართველო“ ოკუპირებულ ახალგორში ოფისის გახსნას გეგმავს. ამასთან, ორგანიზაციის ლიდერი, „ნაციონალებისგან“ შესაძლო ზეწოლის შიშით, არ ასახელებს პირს, რომელიც ოფისს უხელმძღვანელებს.
არჩილ ჭყოიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ ან თბილისში, ან ახალგორში უახლოეს პერიოდში გაიმართება ბრიფინგი, სადაც ახალგორელებიც იქნებიან და ისინი მოყვებიან, როგორ ავიწროვებდა მათ სააკაშვილისა და კოკოითის ხელისუფლება და როგორ დაიცვა რუსეთის არმიამ 2008 წელს:
“ახალგორის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა.მოსახლეობის ნაწილის თხოვნით გავხსნით ახალგორში ჩვენს ახალ ოფისს. ასევე, ჩავატარებთ ბრიფინგს ან თბილისში, შესაძლებელია ახალგორშიც, სადაც ახალგორის მოსახლეობა იტყვის სრულ სიმართლეს 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.თუ რა მოხდა რეალურად. როგორ ავიწროებდა მათ როგორც სააკაშვილის ხელისუფლება, ისე კოკოითის და როგორ დაიცვა და იცავს დღემდე ქართულ მოსახლეობას რუსეთის არმია”,-აღნიშნა არჩილ ჭყოიძემ.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ახალგორში ოფისის გახსნაა დაგეგმილი, „ექსპრესნიუსს“ ორგანიზაციის ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ დაუდასტურა:
როგორც ჭყოიძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, ახალგორის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა და სწორედ, მოსახლეობის ნაწილის თხოვნით, “ევრაზიული არჩევანი-საქართველო” ახალგორში ოფისის გახსნას აპირებს.
გარდა ამისა, ჭყოიძის განცხადებით, თბილისში, ან ახალგორში ჩაატარებენ ბრიფინგს, რა დროსაც, მისივე განმარტებით, ახალგორის მოსახლეობა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, სიმართლეს იტყვის.