„ნაციონალური მოძრაობა“ ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას და საერთაშორისო სააგენტოების ჩართვას ითხოვს (ვიდეო)

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ზურაბ ჟვანიას სახელის უზნეოდ გამოყენებაში ადანაშაულებს და ნდობის ჯგუფის შექმნას, ასევე საერთაშორისო სააგენტოების ჩართვას ითხოვს, რათა გარდაცვლილი პრემიერის სახელით სპეკულაცია დასრულდეს.

 

დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიცია გივი თარგამაძემ გაახმიანა:

 

„დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობამ და პირადად, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მითითებით, სრულიად უზნეოდ, კიდევ ერთხელ გამოიყენა ქვეყნის ლიდერისა და ჩვენი მეგობრის, ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი.

 

ამჯერად საქართველოს მთავრობამ, ამისათვის, გამოიყენა საქმის გამოძიების მასალებში არსებული ფოტო და ვიდეომასალის დამუშავებული კადრები, საზოგადოებაში აჟიოტაჟის შესაქმნელად, რათა დასკვნით სტადიაში გადასულიყო ცილისწამებისა და სპეკულაციის კამპანია და წინასწარ გაცხადებული ყალბი ვერსიის გარშემო მომხდარიყო მთელი საქმის ფაბრიკაცია. საქართველოს მთავარ პროკურატურაში საიმედოდ დაცული მასალა გავრცელდა ანონიმ ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით ,,სააკაშვილმა მოკლა ბ-ნი ჟვანია“

 

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძის სულ სხვა ყოფით, ეკონომიკურ საქმეზე ასევე უკანონო დაკავების შემდეგ ღიად განაცხადა, რომ დაკავება ჟვანიას საქმეს უკავშირდება.

 

ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული კადრების შემდეგ, პროკურატურამ დააკავა ზურაბ ჟვანიას დაცვის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ ძაძამია და 2005 წლის თებერვალში ჩატარებული ექსპერტიზის ერთ–ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა.

 

ექსპერტის დაკავება მოხდა ყველანაირი დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, მთავრობის მიერვე ანონიმურად ატვირთული კადრების საფუძველზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ღიად, საინფორმაციო საშუალებებით გამოცხადებული ვერსია არის პირდაპირი დავალება საგამოძიებო ორგანოებისადმი, თუ რა დასკვნა უნდა დადოს პროკურატურამ; კერძოდ, პრემიერ–მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამაში, სავარაუდოდ, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე დევს მთელი ამ ამაზრზენი აჟიოტაჟის პოლიტიკური სარჩული და ივანიშვილ - ღარიბაშვილის ჩანაფიქრი, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის საჯარო მოთხოვნისა, მომხდარიყო მასალების განსაჯაროება, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამისათვის მზად არ არის და იმისათვის, რომ დასრულდეს ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო საზოგადოებაში არსებული სპეკულაცია, აუცილებლად მიგვაჩნია:

 

- შეიქმნას სპეციალური ნდობის ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები;

 

- ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ ჯგუფს, სრულად გაეცნოს როგორც თავდაპირველი, ასევე ხელახალი გამოძიების ყველა მასალა;

 

- ამავე ჯგუფს გაეცნოს აქამდე არგასაჯოროებული ყველა მასალა, ამერიკის საგამოძიებო ფედერალური სააგენტოს ყველა დასკვნის ჩათვლით;

 

- ამავე ჯგუფს გაეცნოს გამოძიებაში არსებული თავდაპირველი ექსპერტიზის სრული ვიდეომასალა;

 

- ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება, შეხვდნენ საქმეზე დაკავებულ პირებს, რათა გამოირიცხოს მათზე ზეწოლა;

 

- ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ექსგუმაცია, განხორციელდეს ამ ჯგუფის სრული ინფორმირებით, სრული ფიქსაციით ვიდეო და აუდიო მატარებლებზე, რათა გამოირიცხოს ფაბრიკაციის შესაძლებლობები ხელახალი ექსპერტიზისა და ექსგუმაციისას;

 

- ყველა ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღიარებული სააგენტოების მიერ, რათა გამოირიცხოს მთავრობის ზეწოლა ხელახალ ექსპერტიზაზე.

 

დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ სიმართლე დაასრულებს საჯარო სპეკულაციებს და საზოგადოებას მისცემს საშუალებას მეტი იმსჯელოს ზურაბ ჟვანიას უნიკალურ მემკვიდრეობაზე საქართველოს წინაშე, ბინძური ჭორების ნაცვლად“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !