პარლამენტის ყოფილი წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას ოჯახისგან თანხის მოთხოვნაზე მასთანაც აქვს ნათქვამი.
„ერთხელ, როდესაც მე მიშას ვკითხე, რატომ არ დადიოდა ზურას საფლავზე, რატომ არ ეკონტაქტებოდა ოჯახს, ის შებრუნდა და წავიდა, მანამდე კი მოკლედ მითხრა: „ფულს ითხოვენ სულ და ამაზე მეტი არ მელაპარაკო“, – აცხადებს ელენე თევდორაძე.