2012 წელს თენგიზ გუნავას დაკავების მონაწილე პოლიციელი დააწინაურეს

Image

ის პოლიციელი, რომელმაც 2012 წლის ნოემბერში, შსს-ს გენინსპექციის უფროსის თენგიზ გუნავას დაკავებაში მონაწილეობდა და ოქმი შეადგინა, დააწინაურეს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მირიან თოფურია, რომელმაც უშუალოდ შეადგინა თენგიზ გუნავას დაკავების ოქმი, დღეს კახეთის პოლიციის უფროსის მოადგილეა.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 2012 წელს, თენგიზ გუნავას დაკავებისას პროცედურული ნორმების დარღვევის გამო (ადვოკატები და თავად თენგიზ გუნავა დღემდე ამტკიცებენ, რომ დაკავებისას გენინსპექციის უფროსს იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს) და ცრუ ბრალდებით დაკავებისთვის, შსს-ს ოფიციალური ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელები: თევდორე შონია, ნიკოლოზ არდანაშვილი, ნიკოლოზ შატაკიშვილი, გიორგი ბლიაძე, გიორგი შარაშენიძე და გიორგი კიკალიშვილი.

 

მირიან თოფურიას გვარი გათავისუფლებულთა შორის არ ფიგურირებს იმის მიუხედავად, რომ მან უშუალოდ შეადგინა და ხელი მოაწერა თენგიზ გუნავას დაკავების ოქმს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !