
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ევროკომისარ შტეფან ფულეს ტელეფონით ესაუბრა.
ინფორმაცია ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე, "ფეისბუქში" გავრცელდა:
"11 ივლისს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა სასჯელაღსრულების მე–9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილი მოინახულა. იაცეკ პროტასევიჩი იმ პირობებით დაინტერესდა, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იხდის სასჯელს.
გარდა ამისა, 12 ივლისს, სატელეფონო საუბარი გაიმართა თბილისში ვიზიტით მყოფ გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და ვანო მერაბიშვილს შორის, რომლის დროსაც საუბარი სხვა საკითხების გარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მერაბიშვილის განთავსების პირობებსაც შეეხო", – ნათქვამია "ფეისბუქზე" ვანო მერაბიშვილის გვერდზე.