„სამშობლოზე შეყვარებული“ კაკო ორჯონიკიძე ჯემალ ქარჩხაძის „ქარავანში“

Image

ჯემალ ქარჩხაძის რომანში „ქარავანი“ არწერილია ყოფილი სპორტსმენი კაკო ორჯონიკიძე, რომელსაც სამი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ „პათეტიკის ბუშტი“ ეხვრიტებოდა და დაგუბებული მაღალფარდოვნება გულისამაჩუყებელ ნიაღვრად იწყებდა დენას.

 

ფრაგმენტი:

 

„კაკო ორჯონიკიძე, რომელიც მას შემდეგ, რაც სპორტული კარიერა მიატოვა და სმა-ჭამას მიეძალა, როგორც წესი, სამი-ოთხი ჭიქის დალევამდე გუგულივით წყნარი იყო და ისე ჩუმად იჯდა თავისთვის, მის არსებობას ვერც კი შეამჩნევდით.

 

სამ-ოთხ ჭიქას რომ დალევდა, ღვინო უკვე აღწევდა იმ ადგილს, სადაც პათეტიკის ბუშტია მოთავსებული, ხვრეტდა ამ ბუშტს და დაგუბებული მაღალფარდოვნება გულისამაჩუყებელ ნიაღვრად იწყებდა დენას.

 

იმ დღეს პათეტიკის ბუშტი უკვე დაფლეთილი იყო, როდესაც თამადამ თანამესუფრეებს სამშობლოს სადღეგრძელო შესთავაზა. კაკო ორჯონიკიძეს თვალები პროჟექტორებივით აენთო. წამოდგა, ღიპი მაგიდაზე შემოდო, ჭიქა აიღო, იდაყვი განზე გასწია და მხრის სიმაღლეზე დაიჭირა.

 

ნეკა თითი წესისამებრ გაფშიკა, მეორე თავისუფალი მუშტი მკერდზე დაიბრაგუნა და აღელვებულმა, ცრემლმორეული ხმით, ჯერ მარტო თავისი სახელით, მერე სუფრისა და ბოლოს მთელი ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ერი არის ხატი, რომლის წინაშე მუხლმოყრილი ლოცვა გვმართებს, რმ ერს ცრემლი უნდა შევუმშრალოთ და სხვა.

 

როდესაც ფიცი დადო, თუკი ერის კეთილდღეობა მოითხოვს, ერთს არ შევყოყმანდები, თვალის დაუხამხამებლად გავწირავ თავსო, გედეონ რევიამ ჩანგალი თეფშზე ააჩხაკუნა და ამით გაკვირვებულმა კაკო ორჯონიკიძემ წამით რომ ლაპარაკი შეწყვიტა, უთხრა:

 

- კარგი და, ვთქვათ, არ დაგჯერდა თავგანწირვას და უფრო მძიმე მსხვერპლი მოგთხოვა. რას იზამ?

კაკო ორჯონიკიძე გვერდულად, გაკვირვებული ძაღლივით მიაჩერდა გედეონს.

- თავგანწირვაზე მეტი რაღა უნდა მომთხოვოს?! - შესძახა მერე და სუფრას ისე მოავლო თვალი, თითქოს მხარდაჭერას ითხოვსო.

- თავგანწირვა ადვილია, კაკო. ძელები თუ სხვამ გამოგითალა, სახრჩობელა სხვამ დაგიდგა, სკამი სხვამ მიგიდგა, სხვამ აგიყვანა ზედ და თოკი სხვამ ჩამოგიბა, ყულფში თავის გაყოფას რაღა უნდა?!

 

მაგრამ ერთიც ვნახოთ და, იმ შენმა სათაყვანებელმა ერმა თავგანწირვის ნაცვლად ასეთი რამ გთხოვა: კაკო ორჯონიკიძე, ნუ დაცლი მაგ ჭიქას. საერთოდ, ნაკლები სვი, ნაკლები ჭამე, ღიპი მოიშორე, გახდი, მეტი იფიქრე, მეტი იკითხე, მე, შენს მშობელ ერს, ახლა ყველაზე უფრო ის მჭირდება, რომ შენს თავში თავისუფლების იდეა გაჩნდეს, შეასრულებ?

- რატომაც არ შევასრულებ! - გულმოსული ხმით თქვა კაკო ორჯონიკიძემ, ისე, რომ გედეონისთვის სახეში არ შეუხედავს და ჭიქა დაცალა."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !