პრეზიდენტი: არჩევნებამდე საქართველოში მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა

Image

ის რუსული ფული, რომელიც მილიარდობით იყო და იყო მიმართული ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, საქართველოში არჩევნებამდე შემოვიდა.

 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

"ამის შედეგად შექმნილი სიტუაცია არის ის, რომ რომ საქართველომ გზიდან გადაუხვიოს არა პოლიტიკური განცხადებებით, არამედ იმ ფაქტის დემონსტრირებით, რომ ქვეყანაში არის შიდა პრობლემები. ეს კი აბრკოლებს ევროინტეგრაციას, რაც პირადად ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ბევრი რამ მაქვს ამ პროცესში ჩადებული",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პრობლემები გასულ წელს შეექმნა:

 

"მინდა გამოვხატო სინანული, რადგან თავიდან, ვილნიუსში ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველო და მოლდოვა მიიღებდნენ ასოცირების შეთანხმებას და ევროპერსპექტივას. სამწუხაროდ, საქართველოს შეექმნა გარკვეული პრობლემები გასული წლის შემდეგ. იმედი მაქვს, ეს დროებითია და დიდხანს არ გაგრძელდება. მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ დღეს, ძირითადად საუბარი საქართველოში შექმნილ პრობლემებს ეხება. ეს არა მხოლოდ შიდა პრობლემების ბრალია, არამედ იმის, რაც ხდება რეგიონში. რუსეთმა გამოიყენა ყველა საშუალება - ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო, ომისა და ემბარგოს შემდეგ, ზეგავლენის ახალი მცდელობა იყო ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიული გზით მოხვედრა. ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში, მანამდე კი უკრაინაში. ვფიქრობ, ამ რისკის წინაშე დგანან ჩემი მოლდოველი მეგობრებიც. ვფიქრობ, საუკეთესო რეცეპტი იქნება ის, რომ რაც არ უნდა გააკეთონ მათ, წავიდეთ წინ, მოვახდინოთ ინტეგრაცია, შევქმნათ დემოკრატია, გავაძლიეროთ ახალგაზრდობა და აღარ მოვიხედოთ უკან. ვინც წარსულისკენ ცდილობს ჩვენს წაყვანას, თავად არ აქვს მომავალი", - თქვა სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !