
არაა სასურველი, საქართველო მუდმივად საუბრობდეს იმაზე, რა გააკეთა წინა მთავრობამ, - ამის შესახებ შტეფან ფულემ ბათუმში განაცხადა.
ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" გამოსვლისას ევროკომისარმა საქართველოს წინაშე მდგარ მიზნებსა და ამოცანებზეც ისაუბრა.
"აუცილებელია, დაცული იყოს სამართლიანობა. ამავე დროს, საქართველო უნდა მიიწევდეს წინ და არ უნდა ჩარჩეს წარსულში, მუდმივად არ უნდა საუბრობდეს იმაზე, თუ რა გაკეთდა ყოფილი მთავრობის მიერ, უნდა იხედებოდეს მომავლისკენ და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული პროცესების გაგრძელება", - განაცხადა ფულემ.