სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი ვაშაძის საცხოვრებელი სახლი დააყადაღეს

Image

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ „უპრეცენდენტო გადაწყვეტილება“ უწოდა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისი საცხოვრებელი სახლის დაყადაღების შესახებ და აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკა მსგავს შემთხვევას არ იცნობს. 


ამის შესახებ დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, შეეხო რა ჯოზეფ ქეის მოთხოვნით სასამაღთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისი საცხოვრებელი სახლის დაყადაღების შესახებ:

 

„სამწუხაროდ, გუშინ სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, დაყადაღებულია ჩემი სახლი, იმ აზრის გამოხატვისთვის, რაც მე ვთქვი ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: დღემდე სასამართლო პრაქტიკა არ იცნობს მსგავს გადაწყვეტილებას და პირველი შემთხვევაა, როცა სარჩელის უზრუნველსაყოფად მოხდა კერძო საკუთრების დაყადაღება, ამ შემთხვევაში ჩემი სახლის დაყადაღება.

 

რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის ჯოზეფ ქეი გახდა მართლაც როგორც მოწმე, რომელსაც ის იყენებს სხვადასხვა საქმეებთან მიმართებაში და როგორც ჩანს ცდილობენ ახლა ჩემთან მიმართებაში გამოიყენონ ჯოზეფ ქეი, როგორც სარჩელის მხარე, რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე გამოვხატე სუბიექტური აზრი და ჯოზეფ ქეის ვუწოდე თაღლითი, რადგან ვფიქრობ,რომ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და მე ამის სრული უფლება მაქვს.

 

სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად. ჯოზეფ ქეი არის საჯარო ფიგურა და მე მაქვს სუბიექტური აზრის გამოხატვის უფლება. მე აუცილებლად გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ლოგიკურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !