-
2014-03-21 23:20
„არის ორი ვერსია: ოფიციალური და საზოგადოებაში გავრცელებული - რომ იქ გვამები მიიტანეს. გამოძიებას სრულ ნდობას ვუცხადებ და ძალიან მაინტერესებს რა დასკვნა დაიდება“ - განაცხადა ძიძიგურმა.
„კითხვები დაისვა და ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებას, ამის შესახებ გამოძიება უნდა ჩატარდეს, მაგრამ მთავარია კითხვა: მიიტანეს თუ არა იმ ბინაში გვამები. თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, უდავოა, რომ დანაშაულში ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც.“ - დაამატა ძიძიგურმა გადაცემაში „რეაქცია“.