-
2014-03-21 16:36
National Geographic რუკებზე ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ ასახავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში რედაქციის წარმომადგენელი დიმიტრი გუბენკო ავრცელებს.
მისი განცხადებით National Geographic-ის მთავარი რედაქცია მხარს არ უჭერს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და შესაბამისად, არსებულ რუკებს არ შეცვლის.
„National Geographic თვალყურს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, გმობს Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა კომპანიამ შესაძლოა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გუბენკო.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26