
პროკურატურა ადასტურებს ინფორმაციას იმის სესახებ, რომ „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია დაკავებულია. ეს ინფორმაცია პრესსამსახურში „ნიუს.ჯი“-ს დაუდასტურეს.
ივანე ცაგურიას, მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მას ასევე ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვა, რაც გათვალისწინებულია 182-ე მუხლით.