-
2013-07-11 14:22
რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი არ ელოდება, რომ პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
თუმცა, როგორც პროკურატურაში განმარტეს, რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და ივანე ცაგურიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
წარდგენილ ბრალდებაზე ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება უახლოეს დღეებში მოხდება. ამასთან, როგორც მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თაღლითობის გზით ფულის მითვისებაში ედებათ ბრალი.