გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს, გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დიდი რვიანი“ აღარ არსებობს.
დასავლური მედიის ცნობით, მერკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირი და „დიდი რვიანი“ გამოაცხადებენ იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებამ გამოიწვია.
"ნათელია, რომ სანამ არ არსებობს პოლიტიკური პირობები, როგორც დღეს არის, "დიდი რვიანი" აღარ არსებობს", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.