
უკრაინის გამათავისუფლებელი ბრძოლის თაობაზე უკრაინის უმაღლესმა რადამ დეკლარაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, დეკლარაციაში უკრაინის უმაღლესი რადა მსოფლიო მთავრობებისა და პარლამენტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღებას ამხვილებს, რომ უკრაინელი ხალხი არასოდეს აღიარებს თავისი განუყოფელი ტერიტორიის – ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიას.
"უკრაინელი ხალხის სახელით უმაღლესი რადა აცხადებს, რომ ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის შემადგენლობაში. უკრაინელი ხალხი არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს ბრძოლას ყირიმის ოკუპანტებისგან გათავისუფლებისთვის, რაოდენ მძიმე და ხანგრძლივიც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა", - ნათქვამია დეკლარაციაში.