შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსის“ განცხადება

Image

შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი (თი ენ ეს-ის ექსკლუზიური ლიცენზიანტი სამხრეთ კავკასიაში) განცხადებას ავრცელებს, კომპანია „თი ვი ემ არ საქართველოში“ შემოსავლების სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით:

 

„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 17 მარტს ღამით კომპანია „თი ვი ემ არ საქართველოში“ მოხდა შემოსავლების მონიტორინგის სამსახურის შესვლა კომპანიის საქმიანობის შემოწმების მიზნით. კომპანია ოპერირებს სატელევიზიო ბაზრის გაზომვის სფეროში და მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა და დაინტერესებული მხარეებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. კომპანია თი ვი ემ არ-ს, ისევე როგორც მსგავს სფეროში ან მარკეტინგული და სოციალური კვლევების ინდუსტრიაში მოღვაწე ნებისმიერ კომპანიას და, მათ შორის, შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსს“, ურთიერთობა აქვს რესპონდენტებთან, მოქალაქეებთან, მეწარმეებთან, ბიზნესმენებთან და ა.შ. კომპანია თი ვი ემ არ-ი სატელევიზიო რეიტინგების გაზომვას ახორციელებს მოქალაქეების ოჯახში დამონტაჟებული სპეციალური აპარატურის, ე.წ. ფიფლმეტრების (People Meters) მეშვეობით.

 

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების მონიტორინგის სამსახურის მთავარი მოთხოვნა, სწორედ იმ ოჯახების სიის გადაცემა იყო, რომლებთანაც კომპანია თი ვი ემ არ-ს დამონტაჟებული აქვს ხსენებული ფიფლმეტრები.

 

შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაწესებულებების და, სახელდობრ, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა საფრთხის ქვეშ აყენებს რესპონდენტთა კონფიდენციალურობის საკითხს, ჩვენს მიერ ეს ფაქტი აღიქმება ჩვენი, როგორც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების, უფლებების უხეშ დარღვევად და აგრეთვე რესპონდენტთა უფლებების დარღვევად, რაც გათვალისწინებული და დაცულია „საქართველოს კანონით სტატისტიკის შესახებ“.

 

მიუხედავად იმისა, რომ თი ვი ემ არ-ი სთავაზობდა და სთავაზობს შემოსავლების სამსახურს შემოწმების ალტერნატიულ გზებს, შემთხვევითი წესით რამოდენიმე ოჯახის ამორჩევას და აპარატურის ადგილზე შემოწმებას, შემოსავლების სამსახურის მიდგომა რჩება უცვლელი და მიმართულია რესპონდენტის კონფიდენციალურობის დარღვევისკენ.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას ფაქტობრივად მოუწევს საკუთარი საქმიანობის შეჩერება და/ან მონიტორინგის ალტერნატიული პროცესის აწყობა/წარმართვა, რაც აგრეთვე არღვევს კანონს. სახელდობრ საგადასახადო კოდექსის XII კარში, რომელიც საგადასახადო კონტროლს ეხება, 255 მუხლის (ზოგადი დებულებანი საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით) მე-3 პუნქტში ვკითხულობთ:

 

„საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა“

 

ეს ფაქტი არ არის მხოლოდ თი ვი ემ არ-ის პრობლემა. ეს გვეხება ყველა კომპანიას, რომელსაც ხსენებულ და/ან მსგავს სფეროში გვიწევს მოღვაწეობა, რესპონდენტებთან გვაქვს ურთიერთობა და აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, დავიცვათ მათი და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ჩვენს კომპანიებს კონფიდენციალურობის მარეგულირებელი მუხლი ყველა კონტრაქტში აქვს ჩადებული. ანუ ჩვენ გვთხოვენ არა მარტო კანონის, არამედ კონტრაქტების დარღვევასაც, რომ აღარაფერი ვისაუბროთ ბიზნეს ეთიკაზე.

აქ უკანა პლანზე გადადის და ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება კონკურენტული გარემო. კომპანია თი ენ ეს-ი, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსია“, მსოფლიოს მასშტაბით 120 ქვეყანაში მუშაობს და 34 ქვეყანაში დაკავებულია სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებით, თუმცა გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომელიც ასე უხეშად დაარღვევდა რესპონდენტა კონფიდენციალობის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს. კონკურენტებო, კოლეგებო, მეგობრებო, თი ვი ემ არ-ის შემთხვევა დღეს პირველი მნიშვნელობის საკითხია, პრიორიტეტულია და მასზე და ჩვენს რეაქციაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდენა მომავალში ჩვენი სფერო და იქნება თუ არა შესაძლებელი ქვეყანაში ზეწოლისგან თავისუფალი და ეთიკური ბიზნესის წარმოება.

 

შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი“ გმობს აღნიშნულ ფაქტს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს კომპანია თი ვი ემ არ-ს და სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ანალოგიური თანადგომისკენ. ნუ დაელოდებით თქვენს ჯერს, დააფიქსირეთ პოზიცია! დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ აღვკვეთოთ ბიზნესზე ზეწოლა და არ დავუშვათ მსგავსი ფაქტის გამეორება მომავალში!

 

კოლეგებო, თი ვი ემ არ-ის დამფუძნებლებო, ხელმძღვანელობავ, თანამშრომლებო, გქონდეთ ჩვენი მხადაჭერისა და დახმარების იმედი ყველა, ხაზს ვუსვამთ, ყველა შესაძლო საკითხში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?