-
2013-07-02 18:16
რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ადგილი არ ექნება.
ამის შესახებ აშშ-ს კოკი იონათამიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმოწერასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე კონკრეტული კომენტარი არ აქვს, რადგან მიმოწერის დეტალებს არ იცნობს.
"თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ორივე მხარე აღნიშნავს საკრებულოს წევრების მოხვედრას წნეხის ქვეშ და ორივე მხარე სერიოზულად აღიქვამდა ამ თემას. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია გამოვთქვათ სურვილი, რომ ასეთ წნეხს ადგილი არ ჰქონდეს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.