-
2013-07-02 18:05
"გადავწყვიტე პოლიტიკიდან წავიდე, საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებიდან ძალიან მალე. ამიტომ არ ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე, თუმცა, სხვა მიზეზიც არსებობს – კონსტიტუციით, პრემიერის პოსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – პრეზიდენტის".
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში აცხადებს.
ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას აფასებს და მას გამოცდილ, განათლებულ, კრეატიულ და გუნდურ მოთამაშედ მიიჩნევს.
,,რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას, მას ყველა ის თვისება აქვს, რაც ღირსეული პრეზიდენტობისთვისაა საჭირო. ის განათლებული, გამოცდილი, კარგი მენეჯერი, კრეატიული, კარგი მეგობარი და გუნდური მოთამაშეა, უყვარს თავისი ქვეყანა და ეს თანამდებობა მისთვის აკვიატება არ იქნება. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვებისგან განსხვავებით, მარგველაშვილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სავარძელს არ მიეჯაჭვება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში მოსახლეობა მას კარგად გაიცნობს. გარდა ამისა, მარგველაშვილს ჩვენი კოალიციის პოპულარობაც დაეხმარება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.