
სოფელ დიცში ФСБ-ს სპეცდანაყოფის მობილიზებას რუსი ოკუპანტების მხრიდან სხვა მასშტაბური ქმედებაც მოჰყვა: ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ახალი საგუშაგოები გაიხსნა და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა.
საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართებთან ეღთად, პირველი ივლისიდან დამატებითი კაპიტალური კონსტრუქციები და სათვალთვალო მოწყობილობები გაჩნდა, ამასთან, სადემარკაციო ზოლის გადაკვეთის შემთხვევაში თანამედროვე ტიპის საგანგებო დეტექტორებით მოწმდება ავტომანქანების ძარა, იჩხრიკებიან მოქალაქეები. ამ პროცედურებს რუსი მესაზღვრეები ატარებენ.
რუსი ოკუპანტების საცხოვრებლად მიმდებარე ზოლზე აშენებულია თანამედროვე ტიპის ყაზარმები, საგანგებოდ დადგმულ ანძებზე დამონტაჟდა ზემძლავრი პროჟექტორებით აღჭურვილი განათების სისტემა.
ე.წ. სასაზღვრო ზოლზე დაწყებული სამუშაოებისა და დამატებით ზომების მიღების შესახებ ქართულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.