იონათამიშვილი: გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მხრიდან წერილის გამოქვეყნების გამო

Image

უკვე ყოფილი "ნაციონალი" კოკი იონათამიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მორიგ განცახდებას ავრცელებს.


იონათამიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"(მოკლედ დღეს დავტვირთე საზოგადოება და ნამდვილად ბოდიშს ვუხდი, რომ ზოგიერთი პირადი თემაც განსახილველად გამოვიტანე, მაგრამ იძულებული ვარ).

 

გაოგნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წერილის გამოქვეყნების გამო. ცალსახად მინდა დავადასტურო, რომ სააკაშვილს, მას შემდეგ, რაც ორჯერ ვიმყოფებოდი მასთან ერთად საერთაშორისო დელეგაციაში, ნამდვილად მივმართე წერილობით, მაგრამ არა ამ შინაარსით და არა ამ საკითხზე. აქვე ვადასტურებ, რომ როგორც მას, ასევე სხვა მაღალჩინოსნებსაც, რომლებთანაც გარდა საქმიანი, ასევე ადამიანური ურთიერთობებიც ჩამოყალიბდა, ნამდვილად ჰქონდათ ინფორმაცია, ჩემს ფინანსურ საკითხებზე, ვგულისხმობ ინფორმაციას ჩემი კრედიტის ან ერთადერთ ფირმაში ჩემი წილის არსებობის შესახებ (მით უმეტეს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა). წერილის შინაარსის გამხელას არც დღეს ვაპირებ, მაგრამ ამასთანავე აუცილებლად მივიჩნევ განვმარტო, თუ რა მიზეზები უდევს ჩემს წინააღმდეგ ამ წუთას დაწყებულ კამპანიას.

 

ამ კამპანიის სახელია, შიში... შიში იმისა, რომ არ დაიკარგოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გავლენა თბილისის საკრებულოზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ზოგადად "ნაციოანალურმა მოძრაობამ" კიდევ უფრო ინტენსიურად არ გააგრძელოს კრიზისში შესვლა. მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების უმეტესობა თავიდან ბოლომდე სოლიდარულია ჩემს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან და მისი მხრიდან ასე პირდაპირ წარმოებული შანტაჟი შეაჩერებს რღვევის პროცესს. მას არ სურს, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს – ჩემი პარტიიდან წასვლის მიზეზები არის ის ფუნდამენტალური შეცდომები რაც მან და პარტიამ დაუშვა და არა ნებისმიერი სხვა გარემოება, მაგრამ ეგ უკვე აღარ გამოგდის მიშა, აღარ.

 

მე ვიყავი ბოლო წუთამდე სოლიდარული პარტიის მიმართ და იმისთვის, რომ ჩემი მხრიდან ფრაქციის დატოვებაში სხვებიც არ "ჩამეთრია" და ამას შეთქმულების ფორმები არ მიეღო, არც ერთ ადამიანთან არ მისაუბრია ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. პირადად თქვენ მე მომატყუეთ, როდესაც პარტიაში შემოსვლა 3 წლის წინ შემომთავაზეთ ჩემი საპარლამენტოს სიაში "ჩასმის" ფარგლებში. მე ვიყავი სოლიდარული პარტიასთან, მაშინაც, როდესაც მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილებისა პარტიის დატოვების შესახებ, პარტიის ერთ-ერთი "მამის" ბოდიშის მოხდის და თხოვნის მერე – რომ დავხმარებოდი და არ მიმეტოვებინა ის და პარტია ასეთ რთულ ვითარებაში, გავუწიე ანგარიში და დავრჩი პარტიის წევრად. (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად მაინტერესებდა პარლამენტში საქმიანობა, მაგრამ არ აღმიქვამს სიაში არ ყოფნა ტრაგედიად, უბრალოდ, როდესაც, 3-4-ჯერ თავად გთავაზობენ ამას და შემდგომ არც ასრულებენ და არც გატყობინებენ, ეს ვითარება უზომოდ დამამცირებლად და მიუღებლად მივიჩნიე). მე ვიყავი სოლიდარული პარტიის მიმართ, როდესაც არ ვერიდებოდი ყველაზე კრიტიკულ და მძიმე თემებზე დებატებს თუ გამოსვლებს და თქვენს გარდა ეს არც არავისთვის დამიმადლებია.

 

მახსოვს, თქვენს მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ეპითეტები, რომლებზეც მე მიხუმრია, დედაჩემსაც არ ვუქივარ ასე-თქო. ყველაზე გრანდიოზული – როდესაც თქვენ მინიმუმ 50-კაციან საზოგადოებაში თქვით, რომ სწორედ მე ვიყავი მთავარი ავტორი თქვენი საპრეზიდენტო გამარჯვებისა 2008 წელს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენ ადამიანები კი არა, ძირითადად რიცხვები გაინტერესებთ. ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ "ძვირფასია" ადამიანი პარტიის ლიდერისთვის, ამიტომ დღეს უკვე მივმართავ, ჩემს კოლეგებს, უამრავ კეთილშობილ, პროფესიონალ ადამიანს რომ დატოვონ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში სხვა გზები ეძიონ.

 

და ბოლოს, კიდევ თუ დარეკავთ აუცილებლად შეგხვდებით. მაგრამ აწი რა გაქვს სათქმელი, მაინტერესებს. 

 

ჩემსას კი აქვე გეტყვი – ამაზრზენი ხარ მიშა", - ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !