
თიკა ჯამბურიამ თბილისში კაფე გახსნა. მომღერალმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და კვების ობიექტის ფოტო-ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა.
„გაიხსნა ჩემი კაფე, ჩემი ახდენილი ოცნება, ძალიან ბედნიერი ვარ, გელოდებით ყველას მთელი გულით და სულით, ჩემს პატარა კაფეში, რომელიც ძალიან მიყვარს“,- ამბობს თიკა ჯამბურია.
კაფე “1991”, სტუმრებს, ვერაზე, შანიძის 11 ნომერში უმასპინძლებს.