მედია ჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“ განცხადებას ავრცელებს:
„რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახური კატეგორიულად გმობს და ემიჯნება ძალადობას მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ! ჟურნალისტები სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს დაშავებულ კოლეგებს! ვგმობთ ძალადობას, ზიზღითა და სიძულვილით ნაკარნახევ ყოველგვარ ქმედებას! მედია ხელშეუხებელი უნდა იყოს! პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევა კი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე“ - ნათქვამია საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.