
„წავალ, სანთლებს დავანთებ“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომელზეც გიორგი შოშიტაშვილმა ქსოვრელებთან ერთად ვიდეო კლიპი შემოგვთავაზა.
კლიპის პრემიერა, გუშინ, მომღერლის „YOUTUBE” არხზე შედგა.
როგორც ცნობილია, კლიპზე შოთა მაისურაძემ იმუშავა, სცენარის ავტორია სალომე ვარდიაშვილი. კლიპის გადაღებები სხვადასხვა ლოკაციაზე შედგა და მასში ქალის მთავარ როლს მსახიობი, მაიკო მამულაშვილი ასრულებს.
რაც შეეხება სიმღერას, პროექტის ავტორი - შაბი კორენია, ტექსტი კი ჯიმი ჯარიაშვილს ეკუთვნის.