
მომღერალი ნინო ჩხეიძე შვილთან - მარიამ კორახაშვილთან ერთად პარიზში მოგზაურობს.
დედა-შვილი ერთად, საზაფხულო არდადეგებს ატარებს.
როგორც მომღერლის ფოტოებიდან ჩანს, მათ დისნეილენდშიც იმოგზაურეს.
„დღევანდელი დღე ულამაზესი და ზღაპრული გამოვიდა! უდიდესი ბედნიერებით და კარგი ემოციებით დავიმუხტეთ დისნეილენდში მოგზაურობისგან ...“ - წერს ნინო სოციალურ ქსელში და ფოტოებს გვიზიარებს.