ნინო ჩხეიძემ და ზურა მანჯავიძემ გადაცემაში „გული მღერის“ სიმღერა „წაღვერი და თბილისი“ ექსპრომტად შეასრულეს.
8 ივნისის გადაცემა „რუსთავი 2“-ის ეთერში ნინო ჩხეიძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ზურა მანჯავიძე:
„ყველასთვის უსაყვარლეს მომღერალსა და ადამიანს, ნინო ჩხეიძეს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ წარმატებებს. ჩვენ მოგვივიდა იდეა, შეგვესრულებინა სიმღერა „წაღვერი და თბილისი“, ალბათ იქედან გამომდინარე, რომ ეს სიმღერა ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან პოპულარული იყო (იცინის) და ნინოს გამოჩენის შემდეგ უფრო მეტად პოპულარული გახდა.