-
2024-06-10 14:20
8 ივნისს გადაცემა „გული მღერის“ მომღერალ ნინო ჩხეიძის დაბადების დღეს მიეძღვნა. გადაცემაში ნინო ჩხეიძემ უმცროს ფრიდონ სულაბერიძესთან ერთად მაყურებელს ცეკვა „აჭარული“ შესთავაზა.
უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე:
„დღევანდელი დღე ნინოს ეძღვნებოდა და სწორედ ამ დღისთვის ერთობლივად ვიმუშავეთ ცეკვა „აჭარულზე“. გადავწყვიტეთ, ნინო, ფრიდონ სულაბერიძის ანსამბლში მოსულიყო და ერთად გვევარჯიშა. იგი ძალიან მონდომებული იყო და ვფიქრობ, დღევანდელი დღისთვის შესანიშნავად წარსდგა მაყურებლის წინაშე. ნინომ ცეკვა ძალიან მარტივად აითვისა და ამისთვის ზუსტად სამი დღე დასჭირდა“.
შესრულებულ ნომერს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.