-
2024-05-23 13:52
მუსიკოს დათო არჩვაძის შემოქმედებით ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. როგორც „აფხაზეთის ხმასთან“ ავტორ-შემსრულებელი ამბობს, მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არა ერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი.
დათო არჩვაძე:
- ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. განსაკუთრებით, ივნისის თვეში - ეს არის წლის შემაჯამებელი თვე. იცით, რომ ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას , არა მარტო თბილისში, არამედ თბილისს გარეთაც - ხაშურსა და გორში, სადაც დაგეგმილი მაქვს ჩემი სტუდის ბავშვების დამაგვირგვინებელი კონცერტი.
რა სიახლეებია თქვენს პირად კარიერაში?
- რაც შეეხება პირად კარიერას, ძლიან მაგარი მუზები წამოვიდა და მალე ბევრი ექსკლუზივი ექნება რადიო „დარდიმანდს“. ასევე, მოღვაწეობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაწყებული მაქვს მუშაობა საავტორო კონცერტებზე. იქნება რამოდენიმე სახის კონცერტი: ერთი - თანამედროვე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, მეორე - კლუბური კონცერტი „მაზანას“ ბენდთან ერთად, სადაც გაჟღერდება ჩემს მიერ დაწერილი თანამედროვე ტიპის სიმღერები. ბათუმში კი, ვაპირებ ჩავატარო შემოქმედებითი საღამო აჭარის ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად.
- ჩემს სამომავლო გეგმებს ასევე, უკავშირდება ჩემი შემოქმედებითი საღამოს ჩატარება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზშიც.