
ყველასთვის საყვარელ მსახიობს, იმედა კახიანს 87 წელი შეუსრულდა.
„არც მეგონა რომ ამ ასაკს მივაღწევდი, ცხოვრება იყო ისეთი მძიმე და ისეთი ცხოვრება გავიარე… ჩემს ბავშვობას რომ ვყვები, ხშირად მეკითხებიან რომელი დრო მენატრება ჩემი ცხოვრებიდან, რომ ვეუბნები ბავშვობა მენატრება უკვირთ იმიტომ, რომ მე მახსოვს ომის პერიოდი, გაჭირვება იყო, თუმცა მენატრება იმიტომ , რომ დღევანდელ დღეს ადამიანების ურთიერთობაა მოსანატრებელი”- ამბობს იმედა კახიანი „შაბათ-კვირის დილასთან“.