
ნუცა ბუზალაძემ, „ევროვიზიის” დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართა:
„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით, რაც წელს საქართველომ დადო ევროვიზიის კონკურსზე. როდესაც ამდენწლიანი წარუმატებლობა ჰქონდა საქართველოს ჩემი აზრით ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა ფინალში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება.
ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას. ყველა აღნიშნავდა, რომ საუკეთესო გამოსვლები გვქონდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”- მიმართა ნუცამ გულშემატკივრებს.
საქართველომ 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 21 ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი შვეიცარიის წარმომადგენელი გახდა.