-
2024-03-12 14:09
Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას ევროვიზიაზე, რომელსაც მომღერალი ნუცა ბუზალაძე წარადგენს.
გუშინ სიმღერისა და ვიდეო კლიპის პრემიერა შედგა.
„ჩემს სიმღერაშიც და ვიდეო რგოლშიც ვებრძვი ცეცხლს. ცეცხლში ნაგულისმებია ის ყველაფერი უარყოფითი, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. შური, ნეგატივი, ადამიანების ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა, უსიყვარულობა. ჩემი სიმღერის მთავარი სათქმელი კი არის რომ “I will save this love” , მე გადავარჩენ ამ სიყვარულს. მე პირადად ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ თითოეული ადამიანის მიმართ და მინდა, რომ ეს სიყვარული ყველა ადამიანმა იგრძნოს“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.