გადაცემაში ,,სტუმრად ნინოსთან“ სიმღერის - „Peaches / ატმები“ პრემიერა შედგა.
გადაცემის სტუმრები იყვნენ ტელეშოუ „პრაიმ ჰაუსის“ პირველი და მესამე სეზონის მონაწილეები სალომე კაპანაძე და ლუკა შაფაქიძე.
სიმღერა - „Peaches / ატმები“ ლუკა შაფაქიძემ, სალომე კაპანაძემ და პაატა თედიაშვილმა ერთობლივად ჩაწერეს.
როგორც გადაცემის სტუმრებმა აღნიშნეს, სიმღერის იდეა ლუკას ეკუთვნის, ტექსტზე კი, სამივემ ერთად იმუშავეს.
სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში, ტალღაზე - 98.9.
გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ დაბრუნდება ოთხშაბათს საინტერესო სტუმრებითა და სიმღერის პრემიერებით.